ზელენსკი რუსეთის დელეგაციაზე: თავხედი ხალხია, მაგრამ ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია უფრო დამშვიდებული იყო, თუმცა თავხედობა კვლავ არ გამქრალა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის დელეგაცია, როგორც მითხრეს, ცოტა უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა… იცით, რა არის… ამიტომ, თავხედი ხალხია. ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიება იყოს საჭირო და შემდეგ ისინი ეცდებიან, როგორც ადამიანები, ისე მოიქცნენ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.