ზელენსკი სუმის დაბომბვაზე – რუსეთის მიერ ომის გაგრძელების სურვილის ნათელი დასტურია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ სუმის დაბომბვას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსების დღევანდელი მორიგი იერიში ომის გაგრძელების ნათელი დასტურია.“

ზელენსკი

„რუსეთს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე დარტყმები ერთი დღითაც არ შეუწყვეტია. რუსული ტერორის გამო ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ეს არის სისასტიკე. ეს არის რუსეთის მიერ ომის გაგრძელების ნათელი დასტური,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა სუმზე იერიში რაკეტებით მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 10:51 საათის მონაცემებით, რუსების იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დაშავებულია 16 ადამიანი.