ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, არა მხოლოდ მისი მოსაზღვრე ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო დაზარალდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს განცხადებებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ.
„ამან შეიძლება, გამოიწვიოს უბრალოდ საშინელი შედეგები გარემოსდაცვით სფეროში. ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარების გზა სწორედ დიპლომატიურ გზაზე გადის. ჩვენ გარკვეული იმედები გვაქვს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლობით მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.