ხელვაჩაურში კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარის წყალთან მკვლელობა მოხდა.

პოლიცია

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.