ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის სამიტზე ჰააგაში მიწვეულია, თუმცა სამიტის ფარგლებში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა არ გაიმართება.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც დაეხმარება კიევს სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებაში.
მარკ რუტეს თქმით მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა და მხარეებს შორის მოლაპარაკების გაგრძელება.
„ნატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ომის გაგრძელებას არ ემსახურება. ის ემსახურება იმას, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა და მომავალში აგრესიის თავიდან აცილება შეეძლოს“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, ნატოს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.