კვირას, რუსეთის სიღრმეში მდებარე ოთხ აეროდრომზე შეტევა განახორციელეს. ამან პუტინის ბირთვული ბომბდამშენების მესამედი გაანადგურა. რუსმა ბლოგერებმა თავდასხმის კოორდინატორად უკრაინელი არტემ ტიმოფეევი დაასახელეს.
37 წლის არტემი ყოფილი დიჯეია, რუსების აზრით, მას ეკუთვნოდა სატვირთო მანქანები, რომლებითაც კონტეინერები გადაჰქონდათ. როგორც ჩანს, მძღოლები ფიქრობდნენ, რომ სატვირთო მანქანები სამშენებლო მასალით იყო დატვირთული, მაგრამ ამის ნაცვლად კამიკაძე დრონები სადესანტო პოზიციაზე გადაიტანეს.
“არტემი ამჟამად ირკუტსკის რეგიონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით იძებნება. მის სახელზე ოთხი სატვირთო მანქანა იყო რეგისტრირებული” – ამბობს ერთ-ერთი სამხედრო ბლოგერი.
- არტემის 34 წლის მეუღლე ეკატერინა ტიმოფეევა მის თანამზრახველად მიიჩნევა. კრემლის მომხრე რუსული მედიის ცნობით, ეკატერინა საკუთარ თავს „ჯადოქარს“ უწოდებს და მეორე კატეგორიის ეროტიკული რომანების ავტორია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ჩელიაბინსკში მდებარე ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, არტემი ახლა, სავარაუდოდ, ქვეყანაში არ იმყოფება – ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირი გაძევებულია.
პუტინის “განკითხვის დღის” ბომბდამშენების ფლოტი ამჟამად დაზიანებულია – მისი ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავების მესამედი კი – განადგურებული. უკრაინის განცხადებით, ფარულმა თავდასხმამ რუსეთს 7 მილიარდი დოლარის (5.2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ზარალი მიაყენა, რაც მხოლოდ 117 იაფფასიანი დრონით იყო გამოწვეული.
რუსული წყაროების ცნობით, არტემი რამდენიმე წლის წინ რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გადავიდა საცხოვრებლად და ბიზნესმენად მუშაობდა. ამბობენ, რომ დეკემბერში მან გადაზიდვების ბიზნესი დაიწყო და რამდენიმე სატვირთო მანქანას მართავდა.