ბელარუსის ხელისუფლებამ ქალაქ გროდნოში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობის კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ RMF FM იუწყება.
როგორც უცხოური მედია წერს, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ქონების მფლობელის, პოლონეთში მცხოვრები „პოლონელების კავშირის“ ყოფილი აქტივისტის, სტანისლავ ბუინიცკის დაუსწრებლად გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან.
მან ბელარუსი პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა.
თუმცა, საკონსულო კვლავ ფუნქციონირებს და მისი თანამშრომლები თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან.
რაც შეეხება ბუინიცკის საქმეს, ბელარუსის სასამართლომ მას დაუსწრებლად სამწელიწად-ნახევარი შეუფარდა. მას გადასახადებისგან თავის არიდება ედება ბრალად.
ბუინიცკის ეკუთვნოდა შენობა, რომელიც პოლონეთის საკონსულოზე იჯარით იყო გაცემული.