“იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“ – რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მა­ი­სუ­რით მი­ვი­და, რო­მელ­ზეც „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ფოტო იყო და­ბეჭ­დი­ლი და და­ტა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ამაღ­ლო­ბე­ლის­ვე ფრა­ზა: „იბ­რძო­ლეთ, სა­ნამ ძა­ლი­ან გვი­ან არ არის“.

“იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“ - რასა იუკნევიჩიანე ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა

რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­შის პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა.

მისი თქმით, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე დაბ­ლო­კოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე, ევ­რო­კავ­შირ­სა და მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე თავ­დას­ხმებ­ზე. ან­გა­რი­ში მხარს უჭერს ახალ სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს, რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას და მო­ი­თხოვს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის გა­და­ხედ­ვას.

კო­მი­ტეტ­მა ან­გა­რი­შის პრო­ექ­ტი 55 ხმით და­ამ­ტკი­ცა.