კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს გააკეთა.

კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება

ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემულმა ამხანაგმა“ კიმ ჩენ ინმა შოიგუ დაარწმუნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მომავალშიც უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის საგარეო პოლიტიკას „უკრაინის საკითხში“.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეელი მეომრები რუსეთის არმიის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 2024 წლის შემოდგომიდან იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროიდან დღემდე უკრაინაში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძოდა.