“პუ­ტინ­თან სა­უ­ბა­რი კარ­გი იყო… პუტინმა მითხრა, რომ აეროდრომებზე ბოლო თავდასხმისთვის საკადრის პასუხს გასცემს უკრაინას… ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი მასთან” – ტრამპი

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა მი­თხრა, რომ მას მო­უ­წევს აე­როდ­რო­მებ­ზე ბოლო თავ­დას­ხმის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პის პლატ­ფორ­მა Truth Social-ზე წერს.

"პუტინმა მითხრა, რომ აეროდრომებზე ბოლო თავდასხმისთვის პასუხს გასცემს უკრაინას... ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი მასთან" - ტრამპი

  • ტრამ­პის შე­ფა­სე­ბით, პუ­ტინ­თან სა­უ­ბა­რი კარ­გი იყო, მაგ­რამ არა ისე­თი, რო­მე­ლიც „და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მშვი­დო­ბის­კენ მიგ­ვიყ­ვანს“.

“ახლა და­ვას­რუ­ლე ტე­ლე­ფო­ნით სა­უ­ბა­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან. ზარი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­სა და 15 წუთს გაგ­რძელ­და. გან­ვი­ხი­ლეთ უკ­რა­ი­ნის მიერ რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვებ­ზე თავ­დას­ხმა, და ასე­ვე სხვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, რომ­ლებ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ორი­ვე მხა­რის მიერ. ეს კარ­გი სა­უ­ბა­რი იყო, მაგ­რამ ისე­თი სა­უ­ბა­რი არა, რო­მე­ლიც და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მშვი­დო­ბის­კენ მიგ­ვიყ­ვანს. პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა თქვა, და ძა­ლი­ან ძლი­ე­რად, რომ მას მო­უ­წევს აე­როდ­რო­მებ­ზე ბოლო თავ­დას­ხმის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ირა­ნი, და ფაქ­ტი, რომ დრო ეწუ­რე­ბა ბირ­თვულ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სწრა­ფად უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი! პრე­ზი­დენტ პუ­ტინს ვუ­თხა­რი, რომ ირანს არ შე­იძ­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ჰქონ­დეს, და ამა­ზე, მჯე­რა, თან­ხმო­ბა­ში ვი­ყა­ვით. პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ირან­თან სა­უბ­რებ­ში და მას შე­უძ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სარ­გებ­ლო იყოს ამის სწრა­ფი მოგ­ვა­რე­ბის­კენ მოყ­ვა­ნა­ში. ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ ირა­ნი აყოვ­ნებს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, და უმოკ­ლეს დრო­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი!” , – წერს ტრამ­პი.