პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებებსა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს – “ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?”

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უარ­ყო. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებებსა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს - "ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?"

“რუ­სე­თის და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბით კი­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე გა­და­ვი­და. და ამავდრო­უ­ლად საბ­რძო­ლო ქმე­დე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხ­ვედ­რას ითხოვს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე.

მაგ­რამ რო­გორ ჩა­ვა­ტა­როთ ასეთ პი­რო­ბებ­ში მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი? რაზე ვი­სა­უბ­როთ? სა­ერ­თოდ ვინ აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მათ­თან, ვინც ტე­რორ­ზე აკე­თებს ფსონს, ტე­რო­რის­ტებ­თან?” – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, გა­მოს­ვლა­ში პუ­ტინს უკ­რა­ი­ნის მიერ 1 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია “ობო­ბის ქსე­ლი” არ უხ­სე­ნე­ბია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ცნო­ბით, 41 რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვი და­ზი­ან­და ან გა­ნად­გურ­და.

პუ­ტი­ნი 31 მა­ის­სა და 1 ივ­ნისს ბრი­ანსკი­სა და კურსკის ოლ­ქებ­ში სარ­კი­ნიგ­ზო გზე­ბის აფეთ­ქე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და, რაც მოს­კო­ვი კი­ევს აბ­რა­ლებს.