გლენ დისენი: როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამბობს, 2014 წლამდე უკრაინაში სადაზვერვო სამსახურების მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ იყო არასამთავრობოები, მათ შორის USAID-ი. მათი დაფინანსება იყო 90%-მდე – მედია ფინანსდებოდა ამ ორგანიზაციებისგან

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამბობს, სადაზვერვო სამსახურები უკრაინაში მოქმედებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. მათი მთავარი ინსტრუმენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი. ჩვენ გავიგეთ, რომ მათი დაფინანსება იყო, დაახლოებით, 90%-მდე. – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენიმ. მისი თქმით, ეს ხელს უწყობდა კავშირის გაწყვეტას საზოგადოებასა და მთავრობას შორის, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.

„თუ საქართველოს ექნება კურსი აღებული მხოლოდ რუსეთისკენ, იქნება ზედმეტად დამოკიდებული რუსეთზე, იგივე შემთხვევა იქნება დასავლეთზე. ჩვენ საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვიყოთ მრავალფეროვანი და გვქონდეს ეკონომიკური დამოუკიდებლობა. უფრო მარტივი იქნება საქართველოსთვის, რომ თავიდან აირიდოს გახდეს ინსტრუმენტი რომელიმე დიდი ძალის.

რომ გავიხსენოთ რა ხდებოდა 2014 წელს უკრაინაში, როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამბობს, სადაზვერვო სამსახურები უკრაინაში მოქმედებდნენ რუსეთის წინააღმდეგ. მათი მთავარი ინსტრუმენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი. ჩვენ გავიგეთ, რომ მათი დაფინანსება იყო, დაახლოებით, 90%-მდე. მედია ფინანსდებოდა ამ ორგანიზაციებისგან. ეს ხელს უწყობდა კავშირის გაწყვეტას საზოგადოებასა და მთავრობას შორის და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.

ეს არის ის იდეა, რასაც ჰყიდიან ახალგაზრდა ადამიანებზე, რომ ეს არის დემოკრატია და მომავალი. მათ უნდა აირიდონ თავიდან ეს იდეა და უნდა შეამცირონ დამოკიდებულება ნებისმიერ მხარეზე. არ უნდა გახდნენ რუსეთის, ან დასავლეთის მონა. ეს არ არის ორი ცალკეული არჩევანი. საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა ჰქონდეს მრავალფეროვანი გასაქანი საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა გლენ დისენიმ.