დონალდ ტრამპი: ილონ მასკთან საუბარს არ ვაპირებ, მას პრობლემა აქვს!

„მე ილონზე არც კი ვფიქრობ“, – განუცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „ილონს პრობლემა აქვს, საწყალ ბიჭს, აშკარად, პრობლემა აქვს!“, – ამის შესახებ The Guardian წერს.

დონალდ ტრამპი

რაც შეეხება კითხვას, შუღლის და დაპირისპირების ან მისი მოგვარების გზების ძიების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ მასკთან საუბარს არ აპირებს, თუმცა წარმატებას უსურვებს მას.

„არ მაინტერესებს ეს დავა, მირჩევნია დღევანდელ თემაზე – ეკონომიკაზე ვისაუბრო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა ამერიკის ეკონომიკის წინსვლასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე: „ფასები შემცირდა, შემოსავალი გაიზარდა, ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ბენზინი იაფია, ინფლაცია მკვდარია, ჩვენი ქვეყანა ყვავის! კომპანიები ამერიკაში ინვესტირებას ახდენენ ისე, როგორც არასდროს!“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.