“მათ აქვთ კანონპროექტი, არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება”- ტრამპმა არ დააწესებინა  სენატორებს დამატებითი სანქციები რუსეთზე 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ

„თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ.

„მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“, – აღნიშნა ტრამპმა.