რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა

რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის თაობაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმართა. Reuters-ის ცნობით, „როსატომი“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ან გამოიყენოს საწვავი Westinghouse, ან აშშ-ს დაუბრუნოს. მისივე თქმით, მანამდე ამერიკული მხარე ამ საწვავზე საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ სააგენტო მზად არის, ამ საკითხის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. სადგური იმავე წლის სექტემბერში გაჩერდა და მას შემდეგ არ ფუნქციონირებს. ლიხაჩოვმა აღნიშნა, რომ „როსატომს“ მისი ექსპლუატაციაში ეტაპობრივი შეშვების დეტალური გეგმა აქვს შემუშავებული, თუმცა, მისი რეალიზაცია საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე შეუძლებელია.

მას როსიც ეთანხმება, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრონტზე არასტაბილური ვითარების გამო სადგურის უსაფრთხო მუშაობისთვის პირობები არ არსებობს.