ავარია ავტობანზე – სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.
დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.