ევროკავშირმა ერთი შეხედვით, ჩაჭრა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი, მაგრამ ამავე დროს ყიდულობს თხევად გაზს, რომელიც სამჯერ უფრო ძვირია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სანქციებისკენ მოუწოდებდნენ, თავად აგრძელებდნენ ეკონომიკურ კავშირს რუსეთთან.
„ევროპული პოლიტიკა დაცლილია სტრატეგიული ხედვისგან, ისინი მოქმედებენ დღევანდელი დღით. მათ არ აქვთ იდეები, მათ არ უნდათ მშვიდობა, მათ სურთ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა და სწორედ ამ გზით მივდივართ სრულიად გაუგებარ პოლიტიკამდე.
გავიხსენოთ ქართული ღვინო და გამოვიყენებ ამ ეთერს თქვენი შესანიშნავი ღვინის შექებისთვის. შევხედოთ მოლდოვაში წარმოებულ ღვინოს და გვექნება შესანიშნავი მაგალითი. მოლდოვამ კი აირჩია რუსეთთან კონფრონტაცია, რუსული ბაზრიდან კი მოლდოვაში წარმოებული ღვინო გაქრა.
არ არის საჭირო დაპირისპირება, არ მისცეთ ევროპელ მაღალჩინოსნებს უფლება გაიძულონ თქვენთვის და თქვენი შესანიშნავი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღება“, – აღნიშნა იან პრაუდმა.