რუსეთის დასჯის სურვილი ამოძრავებს გრემს და მასთან ერთად 80 ამერიკელ სენატორს, რომლებიც ხელს აწერენ კანონპროექტს

არის ასეთი ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი, რომელმაც სახელი გაითქვა რადიკალური განცხადებებით, რუსოფობიით, უკრაინის დღევანდელი ნეოფაშისტური ხელისუფლების განუზომელი მხარდაჭერით.

არის კიდევ ერთი დელიკატური დეტალი, რომელიც თანამედროვე აშშ-ევროპაში სასახელო რამ არის. ამერიკელი ჟურნალისტების მიხედვით, გრემი, საშუალო ასაკის პოლიტიკოსი, დაუოჯახებელია, მას არასდროს ჰყოლია ცოლი, არ ჰქონია ოჯახი, მაგრამ ჰქონდა და აქვს ახალგაზრდა მამაკაცებთან ურთიერთობა, რაც წახალისებული იყო ბაიდენის დემოკრატიული პარტიის მმართველობის პერიოდში, თუმცა, როგორც ჩანს, არც ტრამპის ადმინისტრაციის ჟამს თვლის თავს შევიწროვებულად, ისე, როგორც სამხედრო მოსამსახურეები, უსაფრთხოების სამსახურების მუშაკები, განათლების სისტემის წარმომადგენლები, რომლებსაც ტრამპმა თავისი ბრძანებულებით — მხოლოდ ორ სქესთან დაკავშირებით, ისეთი დარტყმა მიაყენა, დღესაც გონს რომ ვერ მოსულან.

ყველა ისინი, დათხოვნილი სამსახურებიდან და უმუშევართა არმიას მიერთებულნი, ანტიტრამპული მოძრაობის ავანგარდში არიან და ძალას არ იშურებენ ლგბტ-ს მოძულე პრეზიდენტის გასაშავებლად.

გრემი ჯერ არ ჩამდგარა მათ რიგებში, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით, შემოვლითი გზით ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის.

ლინდსი გრემმა რუსეთის დასასჯელად ახალი კანონპროექტი შეიმუშავა — ახალი სანქციების შემოღების თვალსაზრისით — დღემდე არგაგონილი, არნახული. რუსეთს, რომელსაც 20000-ზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული ამერიკა-ევროპის მხრიდან, ახლით ვერ გააკვირვებს ვერვინ, მაგრამ გაუკვირდათ, რამეთუ იმდენად უკიდეგანოა, სრულ ჭკუაზე მყოფი რომ ვერ იფიქრებს, თუმცა ვინ შეაფასა გრემის ჭკუა?

არც არვინ. მაგრამ, გარდა ბენონისა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მისი მრჩეველი იყო. ბენონმა თქვა — გრემი კინწისკვრით უნდა იქნას პოლიტიკიდან გაგდებული, როგორც ავანტიურისტი, პოლიტიკისთვის მიუღებელი ადამიანი, რომელმაც მძიმე დღეში შეიძლება ჩააყენოს აშშ, დააპირისპიროს ის რუსეთ-ჩინეთთან — ბირთვულ სახელმწიფოებთან.

დავუშვათ, გრემს მართლაც გამოელია ჭკუა, მაგრამ 80 სენატორს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კანონპროექტს?

გრემის განმარტებით, სენატი უახლოეს დღეებში დაიწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელმაც ყველა ის ქვეყანა უნდა დასაჯოს, ვინც რუსეთიდან ყიდულობს ნავთობს, გაზს, ურანს. სასჯელი?

500%-იანი სანქცია.

თუ ამ კანონპროექტს მხარი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირეს, ჯერი ტრამპზე მიდგება, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ პროექტი, კანონად იქცევა.

რუსეთის დასჯის სურვილი ამოძრავებს გრემს და მასთან ერთად 80 ამერიკელ სენატორს, რომლებიც ხელს აწერენ კანონპროექტს, მაგრამ რუსეთთან ერთად იმპორტიორი ქვეყნებიც რომ ისჯებიან — ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირი, სხვები, მათ შორის საქართველოც?

ეს, მათ არ ანაღვლებთ. სხვათა შორის, დაისჯება აშშ-ც, რომელიც რუსეთიდან ყიდულობს ურანს.

როგორც ჩანს, გრემზე, გერმანული სინდრომი მოქმედებს — „ჩრდილოეთის გაზსადენის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით. ყოფილმა და დღევანდელმა კანცლერებმა, შოლცმა და მერცმა სიამაყით რომ განაცხადეს — არ აღვადგენთ რუსულ პოლიტიკურ გაზსადენსო.

არც ერთი არ ფიქრობს მოსახლეობაზე, რომელსაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტამ 4-ჯერ გაუძვირა ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასახადი.

გერმანიის ხელისუფლებას არ უწუწუნია ძვირი ელექტროენერგიის გამო. ვინც წუწუნებს — ხალხია, რომელიც ეკონომიის მიზნით, ზამთარში არც შუქს ანთებს ბინაში, არც გაზს იყენებს ჩაის ასადუღებლად. ბინის გათბობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?!

უკვე მერამდენე ზამთარია გერმანიის საშუალო და დაბალ ფენას, პენსიონერებს ტანსაცმლიანი ძილი უწევთ.

გრემის მოსაზრებას იზიარებს წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის, ანუ რესპუბლიკელების ლიდერი ჯონსონიც — რუსეთი უნდა დაისაჯოს, იმიტომ, რომ არ სურს უკრაინასთან დაზავება; არ სურს ცეცხლის ერთი თვით შეწყვეტა და ა.შ.

ლინდსი გრემმა, რომელმაც ქ. ოდესის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებამდე 2 დღით ადრე განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს ომს და არ დაეთანხმება უკრაინის წინადადებას, რუსეთის დასასჯელად 500%-იან სანქციებს აამოქმედებს.

სტამბოლის მეორე შეხვედრამ განიხილა ჰუმანიტარული საკითხები, ისეთი, როგორებიცაა ტყვეების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების გატანა ფრონტიდან, რუსეთის მიერ გაყინული 6000 უკრაინელი „ბოევიკის“ გადაცემა უკრაინისთვის. გარდა ამისა, მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს მემორანდუმი სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად. ასე რომ, სტამბოლის შეხვედრა არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებელი არენა. ასეთს ადგილი ექნება თვის ბოლოს, ისევ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს  — იმ მემორანდუმის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებმა გადასცეს ერთმანეთს.

გრემი ჩქარობს — რუსეთის დასჯის წყურვილით აღვსილი და გაჰყვირის — რუსეთს არ სურს უკრაინასთან მოლაპარაკება, დრო გაჰყავს, გვატყუებს, რისთვისაც უნდა დაისაჯოს სანქციებითო.

ამერიკელი პოლიტიკოსები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ზედაპირულობით. გამონაკლისი არც ტრამპია, რომელიც ითხოვს რუსეთ-უკრაინის სწრაფ დაზავებას, რისთვისაც საჭიროა აშშ, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ წინასწარ შეხვედრას აზრი არ აქვს, ვინაიდან მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, საკითხებზე არ უმსჯელიათ, არ შეთანხმებულან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი