უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც „თავისუფალი სამყაროს ლიდერმა“, სანქციები უნდა დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც აგრესიული ომი დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტრამპს აქვს ყველა ინსტრუმენტი რუსეთზე ზეწოლისთვის: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო.
„და ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველივე ეს შეუძლია. ასე ვფიქრობ. მე მსურს, მადლობა გადავუხადო სენატსაც. ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს… ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. სხვაგვარად როგორ შეგიძლიათ ესაუბროთ ადამიანებს, რომლებსაც ძალის გარდა არაფერი ესმით?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.