ავსტრიის ქალაქ გრაცში სროლა მოხდა. „მედუზას“ ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი.
თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მანამდე მან სროლა ორ კლასში მოაწყო, ხოლო მოგვიანებით სკოლის ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს.
ამჟამად პოლიცია ქალაქ გრაცში სპეცოპერაციას ატარებს. თავდასხმის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.