“ეფ-ეს-ბემ” სოხუმის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა” – რას წერს რუსული მედია

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის სა­ინ­ჟინ­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, – ინ­ფორ­მა­ი­ას რუ­სუ­ლი მე­დია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტრზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ეფ-ეს-ბემ" სოხუმის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა" - რას წერს რუსული მედია

“ეფ-ეს-ბე“-მ, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აღ­კვე­თა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. დად­გინ­და, რომ დამ­ნა­შა­ვე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აწარ­მო­ებ­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც მან უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ სა­მუ­შა­ოს ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ას­რუ­ლებ­და სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, სა­დაც ის სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტად ირი­ცხე­ბო­და“, – აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტრში.

  • მათი ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი გეგ­მავ­და უკკ­რა­ი­ნის­თვის აე­რო­პორ­ტის და მიმ­დე­ბა­რე და­ხუ­რუ­ლი ავ­ტო­სად­გო­მის გეგ­მა-სქე­მის გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

“გეგ­მა შე­საძ­ლოა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­დე­ბის გზით. და­კი­თხვის დროს მან აღი­ა­რა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო დი­რექ­ტო­რატ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის და მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ რეს­პუბ­ლი­კა­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას“, – აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტრში.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ჯა­შუ­შო­ბის მუხ­ლით აღ­ძრა.