“კოკაინი”, “სუბოტექსი”, “მეტადონი”, “ბუპრენორფინი”, “კოდეინი”, “ლირიკა” და “მარიხუანა” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით, საქართველოს, უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები დააკავეს

“კოკაინი”, “სუბოტექსი”, “მეტადონი”, “ბუპრენორფინი”, “კოდეინი”, “ლირიკა” და “მარიხუანა” – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.