მარკ რუტე: ჩინეთი შეიარაღებული ძალების გაფართოებას თავბრუდამხვევი სისწრაფით ახორციელებს, ისინი, ვინც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან, ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩინეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და გაფართოებას თავბრუდამხვევი სისწრაფით ახორციელებს.

მარკ რუტე

„ჩინეთის სამხედრო არსენალი 2030 წლისთვის 435 ხომალდამდე გაიზრდება. ის ასევე აფართოებს ბირთვულ არსენალს. მათი თქმით, 2030-სთვის სურთ, ფლობდნენ 1000-ზე მეტ ბირთვულ ქობინს. ისინი, ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან, ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის და ცდილობენ დომინირებასა და ჩვენს დაყოფას. ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ომისთვის უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.