პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისადმი ჩაწერილ ვიდეომიმართავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მეუღლეს საჯაროდ მიმართავს:
“რა საზიზღრობაც მაშინ თქვი, ისეთივე საზიზღრობა ხარ ახლა, ორჯერ საზიზღრობა ხარ კოტე, ანუ ყველაფრის მკადრებელი, მაშინაც და ახლაც! რა სამწუხაროა, რომ ყველაფრის კადრება შეგიძლიათ!!!
ადამიანებო, პოლიტიკაში რომ ხართ, არ ვთხოვ ყველას ტატუნაშვილობას და ანწუხელიძეობას, მაგრამ რომ იცი, რომ არ ხარ არც ერთი და არ შეგიძლია, რაღას ტლიკინებ ეთერში (ყარამან ყანთელივით) სხვის პირად ცხოვრებაზე, რით განსხვავდები “ქოცისგან”, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით რომ დაიწყეს “მოღვაწეობა”, ჰოდა რა კაცის საქმეა ტვ ეთერში სხვისი პირადი ცხოვრების – მით უფრო ჭორების -ცილისწამების გამოტანა?!
სახელმწიფო, რომ მიტაცებულია- დიქტატურაა ვხედავთ და იმიტომაც ვებრძვით ამ დიქტატურულ -სახელმწიფოს მიმტაცებელ “ხელისუფლებას”, ბანდებად” რომ გადააქციეს სტრუქტურები და არც ერთი იდენტიფიცირებული დამნაშავე “ტიტუშკა” თუ სხვა პირი ( ადამიანები რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს და დაასახიჩრეს რუსთაველზე აქციაზე, არცერთი -არც ერთი დამნაშავე დაკავებული რომ არ ჰყავთ ( ეს არ არის ახალი) ამიტომ ვართ ოპოზიციაში, დასავლეთს რომ ებრძვის ეს “ოცნების ხელისუფლება” და რუსული მართვის სტილით რომ არის სათავეში! ამიტომ ვებრძვით ოლიგარქატს !
მაგრამ “ზოგიერთი” პოლიტიკაში რომ მოდიხართ, ან მრავალი წელი ხართ უკვე, ან ოპო პარტიის ლიდერის მეუღლე ხართ, კაცო, ისე გათვალეთ თქვენი ადამიანური შესაძლებლობები, რომ პირველივე წინააღმდეგობის დროს “ქაქის “სუნი არ დააყენოთ გარშემო და საერთოდაც, ნუ იტლიკინებთ არაკაცურად და რაღაც როლში ნუ იქნებით და “გმირობანას” ნუ ითამაშებთ, როცა არ შეგიძლიათ!!! უხერხულია, ძალიან უხერხული, რადგან პატრიოტი ახალგაზრდები სხედან დაჭერილები, სხედან ძალიან ღირსეულად, სირცხვილია მათთან, გოგონები არიან დაჭერილები, ძალიან მაგარი ქალი ჟურნალისტი – მზია ამაღლობელი!!!
სამწუხაროა ეს ყველაფერი…” – დაწერა თაო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.