ზელენსკი: უკრაინას შეუძლია თვეში 27 ათასი ადამიანის მობილიზება, რუსეთს კი – 40-50 ათასი ადამიანის

„უკრაინას შეუძლია თვეში 27 ათასი ადამიანის მობილიზება, რუსეთს კი – 40-50 ათასი ადამიანის, თუმცა მნიშვნელოვანია არა ადამიანების რაოდენობა, არამედ იარაღი და ტექნოლოგიები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი

ზელენსკის თქმით, რუსული მხარის დანაკარგები უფო მეტია, ვიდრე უკრაინის.

„მობილიზაცია ყველა ომის პრობლემაა. უკრაინა გამონაკლისი არ არის, რადგან ჩვენ გვსურს ომის დასრულება. ხალხი დაიღალა. ჩვენ შეგვიძლია თვეში 27 ათასი ადამიანის მობილიზება, რუსებს კი 40-50 ათასის, რადგან მათი დანაკარგები უფრო დიდია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უარი თქვა 18-24 წლის ახალგაზრდების მობილიზებაზე და მათ ერთწლიანი საკონტრაქტო სამსახური შესთავაზა.

„ამაზე არასდროს მისაუბრია, მაგრამ თუ მკითხავთ, გეტყვით: არ ვფიქრობ, რომ 18 წლიდან უნდა დავიწყოთ მობილიზაცია, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ. ოპერაცია „ობობამ“ აჩვენა: მნიშვნელოვანია არა ადამიანების რაოდენობა, არამედ იარაღი და ტექნოლოგია. ასევე ფული და ზეწოლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.