აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში გაიმართება – ვაშინგტონში რუსეთის ელჩი

„აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მოსკოვში გაიმართება“, – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე დარჩიევმა განაცხადა.

აშშ-ისა და რუსეთის დროშები

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა.

„რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აღდგენამდე ჯერ კიდევ შორია“, – განაცხადა დარჩიევმა.

მისი თქმით, რუსეთთან დაახლოებას ხელს უშლის აშშ-ში არსებული „დიფსთეითი.“

„შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციებს შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, – დასძინა დარჩიევმა.