ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა ორი ღამეა გრძელდება – მომიტინგეები პოლიციელებს დაესხნენ თავს, პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა

ჩრდილოეთ ირლანდიაში გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებული არეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა.

არეულობა ჩრდილოეთ ირლანდიაში

ბალაკლავაში გამოწყობილი ასობით ადამიანი სამართალდამცველებს დაესხა თავს, დაწვეს სახლები და ავტომობილები. გარდა ამისა, მათ მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სამშენებლო ტექნიკა ესროლეს სამართალდამცავ ორგანოებს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.

ჩრდილოეთ ირლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰილარი ბენმა თქვა, რომ „ასეთ საშინელ ძალადობის სცენებს, ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.“

არეულობა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა 10 ივნისს დაიწყო.  ასობით მომიტინგე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც  სასამართლოს წინაშე წარდგა ორი რუმინელი მოზარდი ბიჭი, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.