რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 25 წლამდე კაცი დაჭრეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 20-მდე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლამდე კაცს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის კლინიკიდან გაწერილია.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლამდე კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
ინფო რუსთავი