რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი ბარიერია, თუმცა ქვეყნებს შორის დიალოგი გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ასე ვთქვათ, ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი ბარიერია და, რა თქმა უნდა, ძნელად თუ შეიძლება სწრაფი შედეგის იმედი გქონდეს. თუმცა სწორედ ასეთი რთული, ეტაპობრივი მუშაობა დაიწყო და გაგრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი რუსულ-ამერიკული დიალოგის პროგრესს და შეჩერდა თუ არა ის უკრაინის პრობლემის გამო.