სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის შესანარჩუნებლად პირობა წამოაყენა, რომელიც ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება ფიცომ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მხარს არ დაუჭერს, თუ ევროკომისია მას რეალურ გამოსავალს არ შესთავაზებს იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომელშიც სლოვაკეთი აღმოჩნდება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდების სრული შეწყვეტის შემდეგ“, – დაწერა რობერტ ფიცომ.
ცნობისთვის, 10 ივნისს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა.