პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” წლევანდელი ადგილობრივი არცევნებისათვის მერობის ნეიტრალური კანდიდატების შერჩევა დაიწყო. პარტია არჩევნებში მათ მონაწილეობა-არმონაწილეობაზე დისკუსიას დასრულებულად მიიჩნევს და წინასაარჩევნო მზადების ახალ ეტაპზე გადადის. რას მოუტანს ექსპრემიერის პარტიას კანდიდატების ამ ნიშნით შერჩევა და საერთოდ, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ კონტექსტში „გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატად მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის შესაძლებლობას განიხილავს.
რაც შეეხება თავად ამ ინიციატივის მიზეზებსა და მის პერქსპექტივას, ანალიტიკოსთა აზრით, მერობის ნეიტრალური კანდიდატების შერჩევით გახარიას პარტია საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა საეჭვოა ამას ამ გზით მიაღწიოს. ხოლო მათგან დანარჩენი ოპოზიციისათვის გაკეთებული შეთავაზება – რომ ისინიც ჩაერთონ საერთო ნეოტრალური კანდიდატების შერჩევაში – აქედანვე სრულიად უპერსპექტივო ჩანს.
რას ამბობს „გახარია საქართველოსთვის”
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშილმა განაცხადა, რომ მათ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნებისათვის მერობის ნეიტრალური კანდიდატების შერჩევა დაიწყეს და დანარჩენ ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვას სთავაზობენ.
„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.
ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრმა ანა ბუჩუკურმა კი ამბობს, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც მშვიდად მიჰყვებიან.
„ნაციონალური მოძრაობის” არანაირ განცხადებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც უნდათ ის უქნიათ, როგორც უნდათ ისე ლანძღონ დანარჩენები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეს ეტაპი გავლილი გვაქვს მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ორი თვეა საზოგადოებამ იცის ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ლელო”. იმედი მაქვს, რომ რაციონალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ბევრად წინ ვართ. ჯერ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ პარტიებმა”, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ენმ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად ეწინაარდმეგება. იგივე პოზიციაზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის”. „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის” კი ღიად ამბობს, რომ მას თვითმართველობის არჩვენებში მოანწილეობა გადაწყვეტილი აქვს და სხვა პარტიებს ამ საკითხის გარშემო მსჯელობისკენ მოუწოდებს.
რატომ ნეიტრალური კანდიდატები
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” ნეიტრალური კანდიდატების შერჩევით საკუთარი თავის „გათეთრებას ცდილობს”. იგი არ გამორიცხავს, რომ ნეიტრალურ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი წარმოადგინონ.
„რატომ ნეიტრალური კანდიდატები? მათი ჭკუით იმიტომ, რომ მათ აქვთ ნული რეიტინგი, ძალიან მძიმე სიტუაციაშია არა მარტო გახარია, არამედ მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომლის შემადგენელ ნაწილსაც სამწუხაროდ წარმოადგენს გახარიას პარტიაც. ამიტომ სურს საკუთარი თავის გათეთრება და აქცენტებს აკეთებს ნეიტრალურ კანდიდატზე.
„შესაძლებელია ნეიტრალურად წარმოადგინოს სალომე ზურაბიშვილი, არაფერია გამორიცხული, ვინაიდან, გვახსოვს, პაატა ზაქარეიშილმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება (თბილისის) მერობის საუკეთესო კანდიდატიო და მათი იდეოლოგიით, ალბათ, ზურაბიშილი იქნება ნეიტრალური. ამას, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს, მეტი გზა მათ არ აქვთ, ვინაიდან ისინი არიან მოქცეული იმ საუბედურო მდგომარეობაში, რომელშიც საკუთარი თავი ჩაიგდეს; და რატომ ჩაიგდეს? იმიტომ, რომ ისინი ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამენ უცხოელი პატრონების გარეშე. ასე რომ, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.
„ამიტომ არ მიკვირს რასაც აკეთებს გახარია, ეს არის ლოგიკური დასასრული იმის, რასაც გადადგომიდან დღევანდელ დღემდე სჩადის”, – განაცხადა გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი იმაზე საუბრობს, თუ როგორი შეიძლება იყოს ნეიტრალური კანდიდატი. ალბათობას, რომ ამ კონტექსტში თბილისის მერობის კანდიდატად შეიძლება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განიხილებოდეს, არ გამორიცხავს, თუმცა, მისვე თქმით „ზურაბიშილი ამბიციური ქალია” და მერობაზე არ დასთანხმდება.
„ნეიტარლურად შეიძლება ჩაითვალოს უპარტიო კანდიდატები, თუმცა რომლებიც „გახარიას” ნდობით სარგებლობენ. შესაბამისად, ეს ადამიანები იქნებიან ალბათ წარდგენილი. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გახარია აცხადებდა, რომ მიიღებდა მონაწილოებას მუნიციპალურ არჩვენებში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ბოლომდე ყოველ შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს თუ არა, მაგალითად, „ლელო”.
„რაც შეეხება ზურაბიშვილის კანდიდატურას, თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა მაინც პრეზიდნეტი იყო და მისი ამბიციებიდან გამომდინარე, არ მგონია სურდეს გახდეს მერი. თეორიულად, რა თქმა აუნდა არაფერია გამორცხული, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ის არ იქნება კანდიდატი”, – განაცხადა ჩიტაძემ.
რას აძლევს ეს სტრატეგია გახარიას
ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ეს სტრატეგია გახარიასთვის არაფრის მომტანი იქნება, ხოლო ოპოზიციაში ამ საკითხის გარშემო კონსესუსის ალბათობას გამორიცხავს.
„რა უნდა მისცეს ამ ინიციატივამ გახარიას? ნულს მივუმატოთ ნული ნულია, გინდ ნეიტრალური იყოს და გინდ არა. ამიტომ მათ სურთ არჩევენებში მონაწილეობა მიიღონ, შევლენ კიდეც პარლამენტში და არ სურთ დაკარგონ პარტიის სახე.
„რაც შეეხება შეთანხმებას, კონსესუსი ოპოზიციაში ვერ შედგება, რადგან ეს ის ხალხია, რომელიც ყოველ წუთსა და წამს ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა გვენეტაძემ.
ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, ნეიტრალური კანდიდატების შერჩევა გახარიას რეიტინგს არ მოუტანს, საუბრობს გათვლაე, რაც შეიძლება გახარიას ჰქონდეს.
„თუნდაც რომ შეარჩიოს ნეიტრალური კანადიდატები, ეს დიდ გარდატეხას ვერ მოახდენს მის რეიტინგში, მე ასე მეგონია. გახარია განაცხადებს, რომ თავისი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნია და ასეთი გზით გადაწყვიტა იბრძოლოს – შეარჩიოს ნეიტრალური კანდიდატურები და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალურ არჩევენბში. მე არ ვთვლი, რომ ეს ნეიტრალური კანდიდატები, ვთქვათ, რეიტინგის გამო იყოს შერჩეული. ბევრი ფიქრობს, რომ გახარია უპრინციპობას იჩენს, როცა მონაწილეობს არჩევენებში, ნაწილი კი ამბობს რომ დემონსტრაციების მეშევობით „ოცნების” დამარცხება შეუძლებელია.
„შესაძლებელია გახარიას გათვლა იმაზეც აქვს, რომ თბილისში გამოკითხვების მიხედვით ოცნების რეიტინგი 21%-ს არ აღემატება და სურს ამით ისარგებლოს, თუმცა მას თბილისშიც გაუჭირდება მოგება”, – განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ინიციატივა სხვა პარტიებმა გაიზიარონ, ჩიტაძე მარტივად გვაპსუხობს, რომ ამაზე კონსესუსი არ შედგება.