„გამოაშკარავდა მონაცემები ევროკავშირის მიერ „არაბინარული პირების მიმართ თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტის ხელშეწყობის შესახებ. ინვესტიციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა: 1.6 მილიონ ევროს.
ინიციატივის მთავარ მიზნებად ავტორები ასახელებენ: ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების მხარდაჭერა; კანონმდებლობაში ცვლილებების ლობირება; რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების შექმნა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფონი აქვს.
„გეი აღლუმები და დესტრუქციული ორგანიზაციები: რისთვის გამოყო ევროკავშირმა მილიონობით ევრო ცენტრალურ აზიაში გამოაშკარავდა მონაცემები ევროკავშირის მიერ „არაბინარული პირების მიმართ თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტის ხელშეწყობის შესახებ.
პროექტს ზედამხედველობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია EuroCentralAsian Lesbian Community (ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ლესბოსელთა და არაბინარული „ხილვადობის“ გავრცელებას) და ინვესტიციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა: 1.6 მილიონ ევროს (აქედან 1.29 მილიონი ევროს პირდაპირი დაფინანსება იყო ევროკომისიის მიერ).
ინიციატივის მთავარ მიზნებად ავტორები ასახელებენ: ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების მხარდაჭერა ფესტივალების (მაგალითად, ლესბიენალე, აღლუმები, ლესბოსური კურულტაის) ჩატარება კანონმდებლობაში ცვლილებების ლობირება რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების შექმნა.
სხვა ევროპელი „მოთამაშეები“, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი ამ მოძრაობაში: ILGA-Europe – არის ევროკავშირის უდიდესი ლგბტქ სტრუქტურა TGEU – არის ტრანსგენდერი ორგანიზაცია RFSL – არის შვედეთის ლგბტ უფლებების ფედერაცია ასევე სოროსისა და სიგრიდის ფონდები – Rausing Trust ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფონი აქვს.
კერძოდ, ევროცენტრალური აზიის ლესბოსელთა საზოგადოება აქტიურად ავრცელებს ნარატივებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა 180 გრადუსით უნდა შემობრუნდნენ, რადგან რუსეთი „ტრადიციულ ღირებულებებს“ იცავს, ლგბტ თემზე ზეწოლას ახდენს და ა.შ. ამ მხრივ, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დააწესონ რუსეთის ფედერაციას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ცენტრალური აზიისთვის?
ევროპა გააგრძელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ამ თანხით, რომელიც უკონტროლოდ მიედინება ქვეყნებში, ორგანიზებული იქნება დასავლური ნორმების პოპულარიზაცია, რომლებიც ეწინააღმდეგება აზიურ კულტურას. თუმცა, კულტურის გარდა, ეს გრანტები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამოუკიდებლობასაც დაემუქრებიან. რა უნდა გააკეთონ? ისარგებლონ საქართველოს გამოცდილების „დემო-ვერსიით“, სანამ ის „ფასიანი“ არ გახდა და მერე, ყველას ძალიან ძვირად დაუჯდება…“, – წერს ქართველიშვილი.