საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს თვეებში აკრძალავს სოციალურ მედიას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, – Politico-ს ცნობით, ამის შესახებ მან ფრანგული მედიასთან საუბრისას განაცხადა.
10 ივნისის საფრანგეთის ქალაქ ნოჟანის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სწრაფი რეაგირება სურს.
„ჩვენ ვერ დავიცდით“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი მალე დანების ონლაინ გაყიდვის საიტებზე ასაკის დადასტურებას დანერგავს.
„15 წლის ბავშვს აღარ შეეძლება დანის ონლაინ შეძენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებსა და აკრძალვებს შემოვიღებთ“, – განაცხადა მაკრონმა და X-ზე დასძინა რომ „15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს“.
10 ივნისს პარიზის მახლობლად ქალაქ ნოჟანში სკოლაში ჩანთების შემოწმებისას მოსწავლემ სკოლის თანამშრომელი, 31 წლის ქალი დანით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.