სომხეთის პრემიერსა და პატრიარქს შორის კონფლიქტი ღრმავდება – ფაშინიანი ახალი პატრიარქის ასარჩევად საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა მოუ­წო­და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მრევლს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ახა­ლი პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. ასე­ვე, პრე­მი­ერს სურს, რომ შე­იქ­მნას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი ამ სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად.

სომხეთის პრემიერსა და პატრიარქს შორის კონფლიქტი ღრმავდება - ფაშინიანი ახალი პატრიარქის ასარჩევად საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს

“მოგ­მარ­თავთ რო­გორც ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი, ჩვენ უნდა გა­დავ­დგათ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რათა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ წმინ­და ეჩ­მი­ა­ძი­ნის რე­ზი­დენ­ცია და მო­ვა­წყოთ ახა­ლი კა­თა­ლი­კო­სის არ­ჩევ­ნე­ბი”, – წერს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყონ სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მიმ­დევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც მთე­ლი გუ­ლით სწამთ უფ­ლის. სრუ­ლად აქვთ წა­კი­თხუ­ლი ბიბ­ლია და ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ მა­ინც და­უ­ცავთ მარ­ხვა, ყო­ველ დღე ლო­ცუ­ლო­ბენ და სჯე­რათ, რომ დედა ეკ­ლე­სი­ის გა­ნახ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

  • “მე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი 10 წევ­რის არ­ჩე­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით”, – აცხა­დებს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის კონ­ფლიქ­ტი 29 მა­ისს და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წმინ­და ად­გი­ლე­ბი სომ­ხეთ­ში შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია და ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ეკ­ლე­სი­ას ათე­ის­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მომ­დევ­ნო დღეს ფა­ში­ნი­ან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ბრალ­დე­ბე­ბი პატ­რი­არქ გა­რე­გინ II-ის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მას დარ­ღვე­უ­ლი აქვს აღ­თქმა და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ

სა­პა­სუ­ხოდ, სა­ეკ­ლე­სიო საბ­ჭომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი “სა­მარ­ცხვი­ნო ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი კამ­პა­ნი­ის” წარ­მო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას და სომ­ხე­თის ერ­თი­ა­ნო­ბის ნგრე­ვას იწ­ვევს. საბ­ჭო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს გა­მი­ჯვნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა და­არ­ღვია და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დებს.