ტრამპი: ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია, ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება

ჩინეთთან აშშ-ის შეთანხმება მიღწეულია და ის ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპი

„ჩვენი შეთანხმება ჩინეთთან მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ჩემი და პრეზიდენტ სი ძინპინის საბოლოო დასტური. ჩინეთი წინსწრებით მაგნიტებსა და ყველა საჭირო იშვიათ წიაღისეულს სრული მოცულობით მოგვცემს. თავის მხრივ, ჩვენ ჩინეთს მივცემთ იმას, რასაც დავპირდით, მათ შორის ჩინელ სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას ისწავლონ ჩვენ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში (რასაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი!). ჩვენ ტარიფების 55% ვიღებთ, ჩინეთ – 10%. ურთიერთობები შესანიშნავია“, – წერს ტრამპი.