“უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი თავს დაგ­ვეს­ხა, რად­გან უნგრელ ხალხს უკრაინისთვის სიკვდილი არ სურს… არ გვსურს, ჩვენი შვილები უკრაინის ფრონტზე გაგზავნონ და კუბოებით დაბრუნდნენ” – ორბანი

"უნგრელ ხალხს უკრაინისთვის სიკვდილი არ სურს... არ გვსურს, ჩვენი შვილები უკრაინის ფრონტზე გაგზავნონ და კუბოებით დაბრუნდნენ" - ორბანი
  • “უნ­გრე­ლე­ბი თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის­თვის სიკ­ვდი­ლი არ სურთ. არ გვსურს, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ფრონტზე, ან თუნ­დაც უნ­გრე­თის არ­მი­ის სა­ხით უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­ზავ­ნონ და კუ­ბო­ე­ბით დაბ­რუნ­დნენ“, – აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

მი­სი­ვე თქმით, უნ­გრე­ლებს ასე­ვე არ სურთ, რომ მათი ფული უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­დეს.

“არ გვსურს, უნ­გრუ­ლი ფული უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­დეს. არ გვსურს, რომ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გამო უნ­გრეთ­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ გა­ი­ზარ­დოს“, – აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ზე­ლენ­სკიმ უნ­გრულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნას სა­კუ­თა­რი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს. „მას არ ეს­მის, რომ ამას გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ში­ში შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა: უნ­გრე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცია და ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა. ის ამით პუ­ტინს სამ­სა­ხურს უწევს. სწო­რედ ამი­ტომ ვთქვი, რომ ვიქ­ტო­რი სე­რი­ო­ზულ ის­ტო­რი­ულ შეც­დო­მას უშ­ვებს“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.