ვლადიმერ მედინსკი – კომპრომისზე წასვლის სურვილის არ ქონა კიევისთვის მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგების ზრდას გამოიწვევს

„რუსეთთან მოლაპარაკებებში კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა კიევისთვის მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგების ზრდას გამოიწვევს და მოსკოვი იძულებული იქნება უპასუხოს,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ გაზეთ „Wall Street Journal“-თან საუბრისას განაცხადა.

 

ვლადიმერ მედინსკი

„ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ თუ უკრაინა სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესებით გააგრძელებს ხელმძღვანელობას, მაშინ იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ.

კიევის მხრიდან კომპრომისზე წასვლის სურვილის არ ქონა უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების ფასად დაუჯდება“, – განაცხადა მედინსკიმ და დასძინა, რომ „რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია.“