ჩეხეთის პრეზიდენტი – არსებობს ეჭვი, რომ ტრამპს ბოლომდე არ ესმის, თუ რა არის რუსეთი

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, იმედგაცრუებულია, იმით რომ თეთრი სახლის ლიდერს არ სურს მეტი ძალის გამოვლენა და რუსეთის აგრესორად მოხსენიება.

ჩეხეთის პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს ბოლომდე არ ესმის თუ რა არის რუსეთი და რას წარმოადგენენ რუსები.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ტრამპი რუსეთთან მომავალი ურთიერთობებისთვის კარს ღიას ტოვებს, ძირითადად ეკონომიკურს. მაქვს გარკვეული ეჭვი, რომ მას ბოლომდე არ ესმის, თუ რას წარმოადგენენ რუსები და რას წარმოადგენს რუსეთი“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ლიდერი უკრაინას სრულად არ აღიქვამს რუსული აგრესიის მსხვერპლად.