“მისცა ბავშვებს ასანთი ხელში და წააქეზა გადაწვან ყველაფერი”- რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სამოქალაქო აქტივისტების, ტელეწამყვანების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ ეხმაურება და წერს:

“იქნებ ვინმემ ამიხსნას, ეს როგორ ხდება?”– რამ გააოცა გია ხუხაშვილი

“ოპერაცია “მოგენატრებათ ბიძინა” აქტიურ ფაზაში გადადის…მისცა ბავშვებს ასანთი ხელში და წააქეზა გადაწვან ყველაფერი, რასაც მიწვდებიან.

მერე მოვა და “გადაგვარჩენს” კობახიძის “დესპოტური” რეჟიმისგან. წინასწარ გიხდით მადლობას ბატონო ჩემო….” – წერს გია ხუხაშვილი.