აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია ხდება, რადგან, შესაძლოა, ეს ადგილი მალე საშიშ ზონად იქცეს.
„ისინი [პერსონალი] რეგიონს ტოვებენ, რადგან, შესაძლოა, ის საშიშ ადგილად იქცეს. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მათ გასვლის შესახებ შეტყობინება გავუგზავნეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რის გაკეთება შეიძლება, რათა რეგიონში ტემპერატურა დაეცეს, ტრამპმა თქვა, რომ ირანს არ შეიძლება, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მისი თქმით, ამერიკა ამას არ დაუშვებს.