უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები სახლებში დაბრუნდნენ. ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის მყოფი ზოგიერთი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
„ვაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსული ტყვეობიდან სახლში ყველა დავაბრუნოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.