ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა შეერთებული შტატებისგან ირანზე თავდასხმის განსახორციელებლად მწვანე შუქი მიიღო, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი იტყობინება.
ისრაელის 2 ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები მხოლოდ მოჩვენებით ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ირანზე იერიშს.
ამავდროულად, მათი თქმით, ამერიკულ მხარეს პირად საუბარში არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს ირანის იერიშთან დაკავშირებით.
„ჩვენ მივიღეთ მკაფიო მწვანე შუქი შეერთებული შტატებისგან“, – განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.