“ირანელი ხალხი თავდასხმის შემდეგ შოკშია” – დამწვარი სახლები და ფერფლად ქცეული ქუჩები: რა ხდება ირანში ამ დროისთვის (ფოტო)

დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ფერ­ფლად ქცე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი – ასე­თი სუ­რა­თია ირან­ში დღეს, მას შემ­დეგ რაც ის­რა­ელ­მა ირა­ნის ბირ­თვულ ლო­კა­ცი­ებ­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ირანელი ხალხი თავდასხმის შემდეგ შოკშია" - დამწვარი სახლები და ფერფლად ქცეული ქუჩები: რა ხდება ირანში ამ დროისთვის (ფოტო)

თე­ი­რა­ნის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი, ღა­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად ნა­ხევ­რად ჩა­მოშ­ლი­ლია.

დი­ლი­დან სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში გამ­თე­ნი­ი­სას შე­ნო­ბე­ბი­დან კვამ­ლი ამო­დი­ო­და.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ის­მის მა­მა­კა­ცის ხმა: „დრო დი­ლის 3:37 სა­ა­თია“, შემ­დეგ კი დას­ძენს: „სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი და­ბომ­ბეს“.

მაშ­ვე­ლე­ბი ჩა­მოშ­ლი­ლი კორ­პუ­სე­ბის ნან­გრე­ვებ­ში ადა­მი­ა­ნებს ეძებ­დნენ.

ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმე­ბის სრუ­ლი შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. ირან­მა მთლი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და­ხუ­რა.

  • “ირა­ნე­ლი ხალ­ხი თავ­დას­ხმის შემ­დეგ შოკ­შია…“

პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი ირან­ში თავ­დას­ხმით შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც CNN-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის უფ­როს­მა მკვლე­ვარ­მა ნე­გარ მორ­ტა­ზა­ვიმ გა­ნუ­ცხა­და, „ხალ­ხი იუ­წყე­ბო­და რყე­ვის, აფეთ­ქე­ბე­ბის და თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნის ხმე­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ კი კვამ­ლი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა­ზე იღ­ვი­ძებ­დნენ“, – თქვა მან.

„რო­გორც ჩანს, ხალ­ხი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი იყო თავ­დას­ხმით“, – დას­ძი­ნა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირანს ირან-ერა­ყის ომის შემ­დეგ ამ მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი არ უნა­ხავს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

კა­ტა­რის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე ჩანს, რომ მე­ზო­ბე­ლი ერა­ყის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იქი­დან რე­ი­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ირან­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­რა თა­ვი­სი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ის­რა­ე­ლის უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ.

ირან­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ნავ­თო­ბის ფას­მა 10%-ით უკვე მო­ი­მა­ტა.

“ტრე­ი­დე­რე­ბი“ შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან, რომ კონ­ფლიქტმა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით მდი­და­რი რე­გი­ო­ნი­დან მო­მა­რა­გე­ბა.

წყა­რო