ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ საწყის ეტაპზეა და ის 14 დღეზეა გათვლილი. ამის შესახებ გამოცემა The Wall Strest Journal-ს ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა აცნობეს.
გამოცემის ცნობთ, ეს ინფორმაცია ანალიტიკოსების დასკვნებსაც ემთხვევა, რომლის მიხედვით შეტევის ერთი ტალღა ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ისრაელის კომპლექსურ მიდგომაზე, რადგანაც მან დარტყმები ერთდროულად განახორციელა ბირთვულ ობიექტებზე, გენერალური შტაბის მეთაურებზე და სარაკეტო არსენალებზე, რათა საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა გაართულოს.
როგორც გამოცემა The Times of Israel-ს ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა აცნობეს, ოპერაცია გაგრძელდება. „ჩვენ სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯარა გაგვეხსნა. უკვე გადავლახეთ ისეთი ზღვარი, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ მოქმედება უნდა გავაგრძელოთ“, – აცხადებენ სამხედროები.
შეგახსებებთ, 12-13 ივნისს, ღამით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ლომთა ერი“ დაიწყო, რომლის მიზანი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება.