ისრაელის თავდასხმის შედეგად, 6 ირანელი მეცნიერი დაიღუპა – ცნობილია მათი ვინაობა

BBC-ის ცნობით, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა.

ისრაელის თავდასხმის შედეგად, 6 ირანელი მეცნიერი დაიღუპა – ცნობილია მათი ვინაობა

აღნიშნული მედია იუწყება, რომ ცნობილია მათი ვინაობა – ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი, თეირანში მდებარე „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მოჰამედ მეჰდი და თეირანის „შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის“ აკადემიკოსები აბდოლჰამიდ მინუჩერი, აჰმად რეზა ზოლფაღარი და ამირჰოსეინ ფექჰი.

ცნობილია მეექვსე გარდაცვლილი მეცნიერის მხოლოდ გვარი – მოტალებიზადეჰი.

შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.

ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.