მედია – ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRINN-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედია - ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა

ირანის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, მოჰამედ ბაგერი მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი დაიღუპა.