ნეთანიაჰუ ცინიზმის მწვერვალზეა და იქედან ირანელ ხალხს მიმართავს: „ჩვენ თქვენ არ გებრძვით – თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოლიდარობა გამოუცხადა ირანელ ხალხს და განაცხადა, რომ ისრაელი არა ირანელ ხალხს, არამედ რეჟიმს ებრძვის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ირანის მამაცი ხალხისთვის მაქვს გზავნილი: ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ. მჯერა, რომ თქვენი განთავისუფლების დღე ახლოსაა და როდესაც ეს მოხდება, ჩვენს ორ უძველეს ხალხს შორის დიდი მეგობრობა კვლავ აყვავდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.