ნეთანიაჰუ უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, რეგიონი და მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს, ვგმობთ ირანის წინააღმდეგ თავდასხმებს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მისი თქმით, ეს თავდასხმები, რომლებიც იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზის სექტორში ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ისრაელის წესების დამრღვევ მენტალიტეტზე მიუთითებს.

„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა ახლო აღმოსავლეთში მეტი სისხლის, ნგრევისა და კონფლიქტის ხილვა. ვგმობთ ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ თავდასხმებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.