თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.
ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა. ცნობილია, რომ გვარამია პროცესს არ დაესწრება, მის ადგილსამყოფელს პარტიაში არ ამხელენ.
ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.