„დიფსთეითმა, ოლიგარქიულმა ოჯახებმა გაწირეს ისრაელიც კი, საიდანაც წარმოშობით არიან თავად“ – რას აცხადებს გოგა ხაინდრავა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „პოსტივის“ ეთერში ირან-ისრაელის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„დიფსთეითმა, ოლიგარქიულმა ოჯახებმა გაწირეს ისრაელიც კი, საიდანაც წარმოშობით არიან თავად“ – რას აცხადებს გოგა ხაინდრავა

„დიფსთეითი არის ის, და ოლიგარქიული ოჯახები არიან ისინი, ვინც ისრაელიც კი გაწირეს, ისრაელიც კი ჩართეს იმ ბოროტებაში, რასაც მსოფლიო ომის გაღვივება ჰქვია, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან, რაც განახორციელეს უკრაინაში, რაც ხდება ღაზაში – ეს არაფერი შემთხვევითი არ არის, ყველაფერი კანონზომიერია. ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ ისრაელიც კი, საიდანაც წარმოშობით არიან ეს ოჯახები, ისრაელიც კი გაწირეს.

ისრაელს რატომ დაარტყმევინეს? დაერტყათ თვითონ. 12 ათას კილომეტრში არის ამერიკა, ბევრად დაცულია, ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ბევრად დიდი შესაძლებლობები აქვს. თან როგორ გარემოცვაშია ისრაელი წარმოიდგინეთ. […] რასაც გინდა გაწირავენ, საკუთარ დედას გაწირავენ ისინი, საქართველოზე ლაპარაკი აღარ არის, სწირავდნენ კიდეც. მადლობა ღმერთს, 17-მა მაისმა აიძულა, ამ ქვეყანაში ყოფილიყო ეს ხელისუფლება“, – თქვა მან